Wednesday, June 28, 2017

მეცხრე დღის რეფლექსია

ტრენინგის ბოლო დღეც დადგა,სიმართლე გითხრათ, ცოტა გული მწყდება, ისე ჩავერთე ამ საინტერესო პროცესში,ამისათვის დიდი მადლობა ტრენერს,მისმა თავდაუზოგავმა შრომამ მოტივაცია გამიასმაგა.კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება დამეხმარება მეც და ჩემს მოსწავლეებსაც უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში, გმადლობთ!
  დღეს წარმოვადგინე პრეზენტაცია ,მივიღე უკუკავშირი კოლეგებისაგან, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ.დარწმუნებული ვარ ,რომ თითოეული ჩვენგანის მიერ განხორციელებული  მომდევნო პროექტი,  იქნება ბევრად სრულყოფილი  და წარმატებული,ასე რომ პროფესიულ და შემოქმედებით წინსვლას გისურვებთ ,მეგობრებო!
 დროებით.....

მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგი დასასრულს უახლოვდება.....
     დღევანდელი დღე დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების ადაპტირებაზე საუბრით,კიდევ ერთხელ დავუბრუნდით პროექტის გეგმის შაბლონს და ტრენერისაგან მივიღეთ უკუკავშირები,დავაზუსტეთ ბუნდოვანი  საკითხები,გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს და ჩვენთვის საინტერესი და მისაღები ნიმუში განვათავსეთ ჩვენს პორტფოლიოებში.
 დავიწყეთ პორტფოლიოების მოწესრიგება და მზადება ფინალისათვის....
პრეზენტაციის დღე ახლოვდება ,მეგობრებო,წარმატებებს  გისურვებთ ყველას 

Tuesday, June 27, 2017

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღე წინა ტრენინგზე მიღებული დავალების განხილვით დავიწყეთ,ყურადღება გავამახვილეთ ტექნიკური ხასიათის შეკითხვებზე,როგორ შევინახოთ სლაიდები გრაფიკულ გამოსახულებად (სურათები).გადავხედეთ კოლეგების ნამუშევრებს,გავეცანით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკებს ინტელის ბიბლიოთეკიდან, მივიღეთ და გავეცით უკუკავშირი.შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვარი.
ტრენინგის თითოეული დღე არის საინტერესო,ღირებული და საჭირო.

Friday, June 23, 2017

მეექვსე დღის რეფლექსია

ჩვენი ტრენინგების მუშაობის რეჟიმი ზეაქტიურ ფაზაშია გადასული.:)
დღევანდელი დღე იყო ბევრისმომცველიც და ბევრისმომცემი, ასევე  შრომატევადი . დღითიდღე ვრწმუნდები, თუ რაოდენ საჭიროა ამ ყველაფრის ცოდნა და ნამდვილად ბევრი ახალი რამ გავიგეთ და შევისწავლეთ.
დასაწყისში   გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს,მივიღეთ უკუკავშირი,კიდევ ერთხელ გადავხედეთ შეფასების დროის ჩარჩოს . ასევე შევისწავლეთ ,თუ როგორ უნდა მოხდეს პრეზენტაციების ბლოგზე განთავსება და რედაქტირება ,გავეცანით საშინაო დავალების პირობას და ...დროებით!!

საავტორო უფლებების ქაოსი

Saturday, June 17, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგები გრძელდება და დავალებების   სირთულის ხარისხიც იზრდება .გადავხედეთ  ნაწილობრივ შევსებულ პროექტის შაბლონს და მივიღეთ უკუკავშირი .შევისწავლეთ თუ როგორ განვათავსოთ ბლოგზე დამხმარე ინსტრუმენტები ე.წ. ,,გაჯეტები'',ვისწავლეთ თუ როგორ ვაქციოთ ჩვენი გვერდი ბლოგად,გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შესახებ ზოგად ინფორმაციას, თუ რა სახის და როგორი შეიძლება იყოს.
   პირადად ჩემთვის ახალი და საინტერესო იყო ცალკეული ქვეპუნქტები საავტორო უფლებების შესახებ,რასაც აუცილებლად გავაცნობ მოსწავლეებს  არა მხოლოდ პროექტის მსვლელობისას არამედ ზოგადად სწავლა-სწავლების  პროცესში.
  საშინაო დავალების კონტურებიც მოვხაზეთ და დროებიიიიით!!!👧