,,განა ყველა, რაც ხმელია ,კაცისგან საწუნარია?!'-ვაჟა -ფშაველა
ჩვენ ვართ,,21-ე საუკუნელები'', მაგრამ საწყისს დასაბამიდან ვიღებთ,ტრადიციებით ვსაზრდოობთ,სახეშეცვლილით, მაგრამ მაინც.ადამიანი და მასთან ერთად სამყარო ცვალებადია,ბევრი რამ იცვლება,,,სხვაფერდება'',მაგრამ უმთავრესი ადამიანური ღირებულებები და პრინციპები,ზნეობრივი ნორმები არ იცვლება.
ამ პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა შეძლონ ვაჟა-ფშაველას შემოქმედების საფუძველზე დაყრდნობით წარსულსა და აწმყოს შორის პარალელების გავლება, ტრადიციებისა და მენტალიტეტის ძველი და ახალი გადასახედიდან შეფასება,ანალიზი და დასკვნის გამოტანა. ისინი იღებენ ინფორმაციას,ფილტრავენ,ახარისხებენ შეხედულებებს და გვიზიარებენ რას ტოვებენ წარსულის ნიშად და რას გაიხდიან ცხოვრების კრედოდ აწმყოშიც და მომავალშიც.
No comments:
Post a Comment