Thursday, June 29, 2017
Wednesday, June 28, 2017
მეცხრე დღის რეფლექსია
ტრენინგის ბოლო დღეც დადგა,სიმართლე გითხრათ, ცოტა გული მწყდება, ისე ჩავერთე ამ საინტერესო პროცესში,ამისათვის დიდი მადლობა ტრენერს,მისმა თავდაუზოგავმა შრომამ მოტივაცია გამიასმაგა.კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება დამეხმარება მეც და ჩემს მოსწავლეებსაც უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში, გმადლობთ!
დღეს წარმოვადგინე პრეზენტაცია ,მივიღე უკუკავშირი კოლეგებისაგან, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ.დარწმუნებული ვარ ,რომ თითოეული ჩვენგანის მიერ განხორციელებული მომდევნო პროექტი, იქნება ბევრად სრულყოფილი და წარმატებული,ასე რომ პროფესიულ და შემოქმედებით წინსვლას გისურვებთ ,მეგობრებო!
დროებით.....
დროებით.....
მერვე დღის რეფლექსია
ტრენინგი დასასრულს უახლოვდება.....
დღევანდელი დღე დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების ადაპტირებაზე საუბრით,კიდევ ერთხელ დავუბრუნდით პროექტის გეგმის შაბლონს და ტრენერისაგან მივიღეთ უკუკავშირები,დავაზუსტეთ ბუნდოვანი საკითხები,გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს და ჩვენთვის საინტერესი და მისაღები ნიმუში განვათავსეთ ჩვენს პორტფოლიოებში.
დავიწყეთ პორტფოლიოების მოწესრიგება და მზადება ფინალისათვის....
პრეზენტაციის დღე ახლოვდება ,მეგობრებო,წარმატებებს გისურვებთ ყველას

Tuesday, June 27, 2017
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღე წინა ტრენინგზე მიღებული დავალების განხილვით დავიწყეთ,ყურადღება გავამახვილეთ ტექნიკური ხასიათის შეკითხვებზე,როგორ შევინახოთ სლაიდები გრაფიკულ გამოსახულებად (სურათები).გადავხედეთ კოლეგების ნამუშევრებს,გავეცანით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკებს ინტელის ბიბლიოთეკიდან, მივიღეთ და გავეცით უკუკავშირი.შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვარი.
ტრენინგის თითოეული დღე არის საინტერესო,ღირებული და საჭირო.
ტრენინგის თითოეული დღე არის საინტერესო,ღირებული და საჭირო.
Friday, June 23, 2017
მეექვსე დღის რეფლექსია
ჩვენი ტრენინგების მუშაობის რეჟიმი ზეაქტიურ ფაზაშია გადასული.:)
დღევანდელი დღე იყო ბევრისმომცველიც და ბევრისმომცემი, ასევე შრომატევადი . დღითიდღე ვრწმუნდები, თუ რაოდენ საჭიროა ამ ყველაფრის ცოდნა და ნამდვილად ბევრი ახალი რამ გავიგეთ და შევისწავლეთ.
დასაწყისში გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს,მივიღეთ უკუკავშირი,კიდევ ერთხელ გადავხედეთ შეფასების დროის ჩარჩოს . ასევე შევისწავლეთ ,თუ როგორ უნდა მოხდეს პრეზენტაციების ბლოგზე განთავსება და რედაქტირება ,გავეცანით საშინაო დავალების პირობას და ...დროებით!!

Saturday, June 17, 2017
მეხუთე დღის რეფლექსია
ტრენინგები გრძელდება და დავალებების სირთულის ხარისხიც იზრდება .გადავხედეთ ნაწილობრივ შევსებულ პროექტის შაბლონს და მივიღეთ უკუკავშირი .შევისწავლეთ თუ როგორ განვათავსოთ ბლოგზე დამხმარე ინსტრუმენტები ე.წ. ,,გაჯეტები'',ვისწავლეთ თუ როგორ ვაქციოთ ჩვენი გვერდი ბლოგად,გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შესახებ ზოგად ინფორმაციას, თუ რა სახის და როგორი შეიძლება იყოს.
პირადად ჩემთვის ახალი და საინტერესო იყო ცალკეული ქვეპუნქტები საავტორო უფლებების შესახებ,რასაც აუცილებლად გავაცნობ მოსწავლეებს არა მხოლოდ პროექტის მსვლელობისას არამედ ზოგადად სწავლა-სწავლების პროცესში.
საშინაო დავალების კონტურებიც მოვხაზეთ და დროებიიიიით!!!👧

Tuesday, June 13, 2017
მეოთხე დღის რეფლექსია
დღე იყო საკმაოდ შრომატევადი და ბევრისმომცველი.დასაწყისში, როგორც ყოველთვის ,გადავხედეთ საშინაო დავალებებს, ყურადღება გავამახვილეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე,შევქმენით დროის ხაზი.გავეცანით ასევე შეფასების სტრატეგიებს. შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო,
კიდევ ერთხელ შევაფასეთ ჩვენი განვლილი დღე,საშინაო დავალების პირობას გავეცანით და მომავალ სატრენინგო დავალებაზე ფიქრით დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
კიდევ ერთხელ შევაფასეთ ჩვენი განვლილი დღე,საშინაო დავალების პირობას გავეცანით და მომავალ სატრენინგო დავალებაზე ფიქრით დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
Sunday, June 11, 2017
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი
რას ნიშნავს ტრადიციები და მენტალიტეტი , უნდა დავიცვათ თუ არა ის და რატომ?
თემატური
რატომ დაეძებს და ძერწავს ვაჟა გმირს - პიროვნებას და ინდივიდს?;
როგორია ვაჟა-ფშაველას პერსონაჟების დამოკიდებულება საზოგადოებისადმი და პირიქით
მწერლის რომელი გმირია თქვენი იდეალი და რატომ?
შინაარსობრივი
რას და როგორ უპირისპირდებიან ვაჟა-ფშაველას გმირები?
რა იყო ამ დაპირისპირების გამომწვევი მიზეზები?
Wednesday, June 7, 2017
მესამე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე წინარე ცოდნის გააქტიურებით დავიწყეთ,კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი ერთმანეთის ნაშრომებს და საბოლოოდ მოვახდინეთ იდების ფორმულირება.წარმოვადგინეთ საშინაო დავალება-პროექტის მიზნები ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტთან და 21- საუკუნის უნარ-ჩვევებთან მიმართებით და მივიღეთ ჩვენთვის ესოდენ საჭირო უკუკავშირი.გავეცანით პროექტის მიმართულების მიმცემი ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვების არსს.
საშინაო დავალებაც ჩავინიშნეთ და მომავალ შეხვედრამდე,მეგობრებო!
საშინაო დავალებაც ჩავინიშნეთ და მომავალ შეხვედრამდე,მეგობრებო!
Tuesday, June 6, 2017
პროექტის მიზნები
მოსწავლეები გაიხსენებენ უკვე შესწავლილ ნაწარმოებებს(,,ხმელი წიფელი'' და ,,ამოდის ნათდება''
გაეცნობიან ასევე დამატებით საკითხავ მასალას(ვაჟა-ფშაველას პოემები,,სტუმარ-მასპინძელი'' და ,,ალუდა ქეთელაური'') ასევე,რამდენიმე ეთნოგრაფიულ წერილს,სადაც დიდი ყურადღებაა გამახვილებული ტრადიციებსა და მენტალიტეტზე

მოიძიებენ ინტერნეტში მათთვის საინტერესო ინფორმაციას აღნიშნულ თემაზე
ძველი და ახალი გადასახედიდან შეაფასებენ კონკრეტულ შემთხვევებს და იმსჯელებენ,
დაახარისხებენ ინფორმაციას
გააანალიზებენ ,დააკავშირებენ და გამოიტანენ დასკვნებს
გააკეთებენ პრეზენტაციას(ბუკლეტს).
გააკეთებენ პრეზენტაციას(ბუკლეტს).
Monday, June 5, 2017
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
მოსმენა
ქართ. VII. 1.მოსწავლეს შეუძლია უცნობი ინფორმაციის შემცველი ტექსტების მოსმენა და ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე
ქართ. VII. 1.მოსწავლეს შეუძლია უცნობი ინფორმაციის შემცველი ტექსტების მოსმენა და ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე
ქართ. VII. 4.მოსწავლეს შეუძლია საკლასო დისკუსიებში მონაწილეობის მიღე
კითხვა
ქართ. VII. 7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახ
კითხვა
ქართ. VII. 7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახ
წერა
ქართ. VIII. 10მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით
ქართ. VIII. 11.მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
საინფორმაციო წიგნიერება
სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევები
მოქნილობა და ადაპტაცია
ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა
სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
ლიდერობა და პასუხიმგებლობა
მოქნილობა და ადაპტაცია
ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა
სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
ლიდერობა და პასუხიმგებლობა
Saturday, June 3, 2017
მეორე დღის რეფლექსია
ინტელის ტრენინგები გრძელდება.დასაწყისში კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ ტექნოლოგიების გამოყენებისა და პროექტებით სწავლების მნიშვნელობაზე სწავლა- სწავლების პროცესში.წარმოვადგინეთ პროექტის გეგმის სავარაუდო მონახაზი და მოვახდინეთ იდეების გენერირება.მივიღეთ უკუკავშირი როგორც ტრენერისაგან,ასევე კოლეგებისაგან, რაც დამეხმარება პროექტის იდეის დახვეწაში. გავეცანით ბლოგზე და ვირტუალურ დისკზე მუშაობის ძირითად პრინციპებსაც.
ჯგუფი და გარემო იყო მეგობრული,ინტერაქტიური ,დღე ნაყოფიერი და შემოქმედებითი.
გმადლობთ,მეგობრებო! მომავალ შეხვედრამდე..
p.s დავიღალე?-სულაც არა!!! :)
ჯგუფი და გარემო იყო მეგობრული,ინტერაქტიური ,დღე ნაყოფიერი და შემოქმედებითი.
გმადლობთ,მეგობრებო! მომავალ შეხვედრამდე..
p.s დავიღალე?-სულაც არა!!! :)
პროექტის იდეა
,,განა ყველა, რაც ხმელია ,კაცისგან საწუნარია?!'-ვაჟა -ფშაველა
ჩვენ ვართ,,21-ე საუკუნელები'', მაგრამ საწყისს დასაბამიდან ვიღებთ,ტრადიციებით ვსაზრდოობთ,სახეშეცვლილით, მაგრამ მაინც.ადამიანი და მასთან ერთად სამყარო ცვალებადია,ბევრი რამ იცვლება,,,სხვაფერდება'',მაგრამ უმთავრესი ადამიანური ღირებულებები და პრინციპები,ზნეობრივი ნორმები არ იცვლება.
ამ პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა შეძლონ ვაჟა-ფშაველას შემოქმედების საფუძველზე დაყრდნობით წარსულსა და აწმყოს შორის პარალელების გავლება, ტრადიციებისა და მენტალიტეტის ძველი და ახალი გადასახედიდან შეფასება,ანალიზი და დასკვნის გამოტანა. ისინი იღებენ ინფორმაციას,ფილტრავენ,ახარისხებენ შეხედულებებს და გვიზიარებენ რას ტოვებენ წარსულის ნიშად და რას გაიხდიან ცხოვრების კრედოდ აწმყოშიც და მომავალშიც.
Subscribe to:
Posts (Atom)